workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზუსტად 10 წლის წინ, “ბარსელონაში” სერჟი რობერტოს დებიუტი შედგა

ზუსტად 10 წლის წინ, “ბარსელონაში” სერჟი რობერტოს დებიუტი შედგა

ზუსტად 10 წლის წინ, 2010 წლის 10 ნოემბერს “ბარსელონას” პირველ გუნდში სერჟი რობერტოს დებიუტი შედგა. 

ამ დღეს “ბარსელონა” ესპანეთის თასზე “სეუტას” დაუპირისპირდა (5-1) მეორე ტაიმში კი პეპ გვარდიოლამ მოედანზე 18 წლის სერჟი რობერტო გამოიყვანა. 

ამჟამად რობერტო 28 წლის გახლავთ და “ბარსელონას” ერთ-ერთი უცვლელი ფიგურაა, მან “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისური უკვე 293-ჯერ მოირგო (10 გოლი), გუნდთან ერთად კი 18 ტიტული მოიპოვა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Zaga
    schedule 11 ნოე 2020, 00:51

    რომელმა ფეხბურთელმა გაამართლა ბარსელონაში ვინც თავის პოზიციაზე არ ათამაშეს,კოუტინიო,გრიზმანი,დემბელე,დეიონგი.და რობერტოს რას ერჩით მის პოზიციაზე რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა დღევანდელ ბარსელონას ნახევარდაცვაში რომელზე ცუდად ითამაშებდა.ბუსკეცზე დეიონგზე თუ პიანიჩზე შეტევას ბევრად უფრო წარმართავდა იმიტო რომ ბარსას დნმ აქვს და გულით და სულით ბარსელონელია.

  • Niclaus
    schedule 10 ნოე 2020, 21:24

    სამწუხაროდ აქ ბევრს არ გახსოვთ რამდენად ტექნიკური და კარგი ნახევარმცველი იყო, ჩემთვის არანაკლებ ვიდრე ტიაგო, მაგრამ სამწუხაროდ არ მისცეს ამ პოზიციაზე შანსი და სადაც იმსცეს იქ ადგა და მოინდომა. ვარსკვლავი ნამდვილად არაა, მაგრამ დასაფასებელი კაცია.

  • alen halilovic
    schedule 10 ნოე 2020, 20:37

    სანამ ჩვენ მის თამაშს ვაფასებთ დიდი ექსპერტებივით, ეს ბიჭი ჩვენს ოცნებებს იხდენს 😉
    სხვებს თუ ადარებთ მართალს ამბობთ უმეტესად, მაგრამ რატო ადარებთ? დააფასეთ რა, ზედმეტი უკადრია რამე თუ რა?

  • Andria
    schedule 10 ნოე 2020, 20:14

    მუნდო დეპორტივომ დაწერა რომ კუმანი ფატის დე ლაფუენტეთი შეცვლის და მისით აღფრთოვანებულიაო საინტერესოააა ძაან არვიცი ბარსას რო მომავალი თაობა ყავს მთელ საფეხბურთო სამყაროს მირჩევნია ❤️

  • kingarturo
    schedule 10 ნოე 2020, 19:49

    თავიდანვე რო ცენტრში ეთამაშა შეილება დონე ნახევარმცველი დამდგარიყო ამისგან, ამდენ პოზიციაზე ათრიეს და მაქსიმუმი ვერსად დადო. საიდან მოიტანეს უბრალოდ ამ მარჯვენა მცველობა. ბურთის ამოტანას რა უჭირს ნორმალური აქ, მარა პადეჩა არ უვარგა და უკანაც ვერ ასწრებს ხშირად დაბრუნებას და სივრცე რჩება დიდი.

  • El pistolero 9
    schedule 10 ნოე 2020, 18:59

    kingarturo,
    ხო მაგრამ კარგია მაინც გუნდში რო გვყავს.კაპიკი არ გადაგვიხდია ამ კაცში,გუნდი უყვარს ქულეა როგორც იტყვიან,პსჟ-სთან გოლით ისტორია დაწერა და რეალთან მაგის დრიბლინგი რო არა ან გაიტანდა მესი და ან არა.თამაშობს მარჯვენა და მარცხენა მცველად,ნახ დაცვაში ყველგან,ვინგერადაც ათამაშა ენრიკემ 0-4რო მოვიგეთ იმ კლასიკოში და იქაც კარგი იყო.მეტი რაღა ქნას

  • kingarturo
    schedule 10 ნოე 2020, 18:42

    რო არა ის ისტორიული გოლი, არაფრით გამორჩეული იგროკი არაა.