რონალდ კუმანმა კატალონიური კარიერის დასაწყისშივე განაცხადა, რომ ფრენკი დე იონგს “ბარსელონასთვის” საკვანძო მოთამაშედ აქცევდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი თავის დანაპირებს ამართლებს კიდეც.
890 ნათამაშები წუთით 23 წლის ნახევარმცველი “ბლაუგრანელებს” შორის მოედანზე ყველაზე მეტ დროს ატარებს.
“ბეტისთან” პირველი ტაიმის სათადარიგოთა სკამზე გატარების გამო, ლეო მესიმ პირველი ადგილი დათმო.
ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
ფრენკი დე იონგი – 10 მატჩი, 890 წუთი
ლიონელ მესი – 10 მატჩი, 854 წუთი
ჟერარ პიკე – 9 მატჩი, 788 წუთი
ნეტუ – 8 მატჩი, 720 წუთი
სერჟი რობერტო – 9 მატჩი, 719 წუთი
სერხიო ბუსკეტსი – 10 მატჩი, 693 წუთი
ჟორდი ალბა – 8 მატჩი, 681 წუთი
კლემან ლანგლე – 9 მატჩი, 643 წუთი
ანსუ ფატი – 10 მატჩი, 596 წუთი
ანტუან გრიზმანი – 9 მატჩი, 590 წუთი
თქვენი აზრით, კიდევ რომელი ფეხბურთელი იმსახურებს აღნიშნულ სიაში ყოფნას?




იმედია ამ სიას კოუტინიო, დემბელე და პედრიც შეუერთდებიან…
..და კიდევ, "შავი მალდინის" დაბრუნება სასტარტოში რატომღაც მეიმედება…
ნუ მთლად სიაში მისი მოხვედრა გამორიცხულია მაგრამ პუჩს მეტი დრო უნდა მიეცეს აუცილებლად
სონი მართლა მაგრა მოგვიხდებოდა
გრიზმანი უნდა გაეყიდა ამ კუმანს სუარესის მაგივრად, იყიდიდნენ დესტს, დეპაის, გარსიას პლიუს სუა დარჩებოდა. კაი გუნდი შეიკვრებოდა. არც ეხლაა გვიანი ზამთარში გაყიდონ. გრიზმანის ამ ვერსიას სონი მირჩევნია ტოტენჰემში რომ თამაშობს ისე ბარსას კარგად მოერგებოდა.
Iniesta_8,
ხოდა ტიაგო სილვაზე უნდა ეჩალიჩათ ამ ფრაერებს ტოპ მცველია ყველა მხრივ, ლიდერობის თვისებებით, თუ მცველის უნარებით. თან უნდოდა გადმოსვლა. ამ წელს მაინც ორივეს აჯობებდა.
პიანიჩს და დესტს მეტი დრო უნდა მიეცეთ, რობერტოს და ბუსკეცს ნაკლები. ორივე ანელებს შეტევას და დაცვაშიც ხშირად ცდებიან. ლანგლე და პიკეც არ იმსახურებენ რა თქმა უნდა ამდენ სათამაშო პრაქტიკას, მაგრამ სხვა არჩევანი არცაა სამწუხაროდ. არაუხო სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება და ძირითადში უნდა დადგეს უეჭველი. რისი ეშინია კუმანს არ ვიცი. ლაგლეზე უარესი მაინც ვერ იქნება. პედრის თუ ათამაშებს ამდენი ხანი არაუხოც იმსახურებს. დალშე უმტიტი თუ გამოჯანმრთელდა ხო კაი, თუარადა ზამთარში გაყიდონ და ვინმე გამოცდილი მცველი მოიყვანონ 1-2 სეზონით, ისე რომ პიკეს კონკურენცია აგრძნობინოს ან ამოაგდოს ვაბშე. აბა ახალგაზრდას ყიდვის ფული ამათ არ აქვთ.