“ბარსელონას” 17 წლის ნახევარმცველმა, პედრიმ, გუშინ “რეალ ბეტისის” კარის აღება მოახერხა და ლა ლიგაში, კატალონიური გუნდის ისტორიაში, მე-4 ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა. ინფორმაცია Marca-ს ეკუთვნის.
პედრი მხოლოდ ლიონელ მესის, ბოიან კრკიჩსა და ანსუ ფატის ჩამორჩება. ამ უკანასკნელმა რეკორდი წინა სეზონში, 16 წლისა და 304 დღის ასაკში დაამყარა.
მიმდინარე სეზონში პედრიმ ყველა ტურნირზე მონაწილეობა 10 შეხვედრაში მიიღო და 2 გოლის გატანა შეძლო. მან სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე “ფერენცვაროშს” გაუტანა.




ინიესტას მემკვიდრე❤❤❤გრიზმანს რა პასი დაუხატა და მერე რაქნა იმან.მაგარი ბიჭი გვეზრდება
პედრო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნაყიდი ფეხბურთელინრომელმაც გოლი გაიტანა..
ისე ბოიანი ამ ასაკში მაგრად უბერავდა მარა მერე რა ჯანდაბა დაემართა
კიევთან როგორ არ გაუმართლა, ხარიხას, რომ მოხვდა.
პედრი სასწაული ბიჭი იზრდება🤩
სწორი განვითარება უნდა და რამოდენიმე წელში მსოფლიოს საუკეთესოებს შორის იქნება!!!
ბარსას მომავალია,ისეთი მოძრაობებით არი რორავიცი…
გუშინ რა პასი გაუფუჭა ქუსლით ,იმ იმბეცილმა გრიზმანმა 🤦🏻♂️🤦🏻♂️🤦🏻♂️🤦🏻♂️