ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრი, ლიონელ მესის კრიტიკას ეხმაურება. “ბარსელონას” კაპიტანი კრიტიკის ობიექტი რამდენიმე დღის წინ, კიევის “დინამოსთან” მატჩში ინერტულობის გამო გახდა.
“ხალხს ავიწყდება, რომ ჩვენ მანქანები არ ვართ. გასაგებია, რომ ამბების დაწერა და გაყიდვა გჭირდებათ, მაგრამ გთხოვთ, მესის ნუ შეეხებით. ლეოსთან ერთად ვთამაშობდი და ის ნამდვილად არ არის ადამიანი, რომელიც ასე შეტევას იმსახურებს.
როცა მესის აკრიტიკებენ, მეცინება. ავიწყდებათ, რომ წინა თვეში მან ეკვადორსა და ბოლივიაში ითამაშა. ევროპიდან ჩამოსული ფეხბურთელები აქ ნორმალურად ვერც კი გაივლიან”. – ამბობს ანრი Que Golazo-სთან.
შეგახსენებთ, რომ მესი მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე არგენტინის ნაკრებს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში რთულ სათამაშო პირობებში, ზღვის დონიდან 3 636 მეტრ სიმაღლეზე მდებარე მოედანზე დაეხმარა.




100000000%-იანი ტიტი
დღეს პელეს რეკორდამდე გოლების რაოდენობა შემცირდება