workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

ვილამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

 დავიდ ვილამ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ამ დილით. ეს იყო პირველი ნაბიჯი “ბარსელონას” ფეხბურთელობისკენ.
 დავიდ ვილას პირველი “ბარსელონური” დღე 7:30 სთ-ზე დაიწყო, როდესაც კატალონიაში ჰოსპიტალს ეწვია, სადაც სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელიც შეიცავდა სისხლის შემოწმებას. აქ ახალმა ფეხბურთელმა დიიდ ენთუზიზმი გამოიჩინა და ფანბეთან ერთად სუარათები გადაიღო. ჰოსპიტალში ესპანელმა სამი საათი დაჰყო.

 პირდაპირ “ნოუ კამპზე”
 შემდეგ დავიდმა გეზი პირდაპირ “ნოუ კამპის” სტადიონისკენ აიღო. მას თან ახლდა მეორე სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც მეორე შემოწმება უნდა ჩაეტარებინათ, რომელიც ითვალისწინებდა ნერვულ ტესტს. 11:00 სთ-ზე ვილამ რამდენიმე წუთი დაჰყო სტადიონზე და შემდეგ შემოწმების დასაწყებად სამედიცინო ოთახში წავიდა.

 “ტესტმა აჩვენა, რომ ის აკმაყოფილებს “ბარსელონას” სტანდარტებს.”
კატალონიური კლუბის ექიმმა, რიკარდო პრუნამ, “Barça TV”-სთან ინტერვიუში განაცხადა: “პირველად მან ბარსელონას ჰოსპიტალში ტესტი ჩააბარა სისხლზე და შარდზე. შემდეგ კლუბის მედპერსონალმა ჩაატარა ნერვული, ასპირომეტრული და ანთრომეტრული ტესტები. ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ დავიდ ვილა მზადაა ითამაშოს როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე “ბარსელონაში”.

წყარო: www.fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში