ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ვილიარეალს” როსიზე შეთავაზება არ მიუღია

”ვილიარეალს” როსიზე შეთავაზება არ მიუღია

”ვილიარეალის” პრეზიდენტმა დაადასტურა ინტერესი რამდენიმე კლუბის მხრიდან ჯუზეპე როსისადმა, მაგრამ აღნიშნა, რომ შეთავაზე ჯერ-ჯერობით მას არ მიუღია.

”მოლაპარაკება როსის ტრანსფერზე არ გაგვიმართავს, რადგან წინადადება არცერთი კლუბისგან არ მიგვიღია” – განაცხადა ფერნანდო როიგმა. ”ფეხბურთელი ახლა შვებულებაშია. უკვე ვთქვი, რომ ის ბედნიერია ჩვენს კლუბში და დარჩენა სურს. როსი მნიშვნელოვანი ფიგურაა და კლუბს მომავალ სეზონში მისი და მისი გოლების იმედი აქვს. ჩვენ წინ მნიშვნელოვანი სეზონი გველოდება და ვიმუშავებთ ადრინდელი შემართებით. ძალებს არ დავიშურებთ, რომ სამ ფრონტზე წარმატებულად ვიასპარეზოთ. როსი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მას კონტრაქტი კლუბთან კიდევ 4 წლით აკავშირებს” – დაასრულა პრეზიდენტმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში