ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილმა და “ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ (1992-1996) ჟორდი კრუიფმა, ერთ-ერთ ინტერვიუში “ბარსას” პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიქტორ ფონტის შესახებ ისაუბრა.
“ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ჩავისთან. თუმცა მე არ ვიცი, ჩემს შემთხვევაში რა იქნება. სპორტული მენეჯმენტი ეს ის გახლავთ – რაც ყოველთვის მიყვარდა და დამოუკიდებლად ვამზადებდი. ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.”, – განაცხადა კრუიფმა.



