“ალავესის” შემტევმა, ხოსელუმ, ლა ლიგის მე-8 ტურში “ბარსელონასთან” დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონა” – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. გასულ წელს ჩვენ ორივე შეხვედრა წავაგეთ. “ალავესი” თამაშში კარგი განწყობით უნდა ჩაერთოს. ეს რთულია და უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც თუ ისე ბევრი მომენტი, რომელიც შესაძლოა გვქონდეს, აუცილებლად გოლად უნდა ვაქციოთ.
ფეხბურთელების და ეკონომიკის თვალსაზრისით ისინი ძალიან ძლიერები არიან, თუმცა ისინი დაუმარცხებლები არ არიან, მათი დამარცხება შეიძლება. ჩვენ შრომისმოყვარე გუნდად უნდა ვიქცეთ და ამ შეხვედრაში გაცილებით უფრო მეტი უნდა ჩავდოთ, ვიდრე სხვა შეხვედრებში. ჩვენ ხანგრძლივი ბურთის ფლობა არ გამოგვდის.
თამაში შინ გვაქვს და მოედანზე კარგი განწყობით უნდა გავიდეთ, რათა გულშემატკივარმა, რომელიც ტელევიზორში გვიყურებს, იამაყოს ჩვენით და იმით, რასაც ვაკეთებთ.”, – ხოსელუს სიტყვებს Marca ციტირებს.



