ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა ისრაელში ნოას კონცერტს დაესწრება

გვარდიოლა ისრაელში ნოას კონცერტს დაესწრება

”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ისრაელს ესტუმრება, რათა დაესწროს ცნობილი მომღერლის, ნოას კონცერტს. კონცერტი შაბათს, იერუსალიმში ჩატარდება.

გვარდიოლა ისრაელში პარასკევს ჩაფრინდება და ერთ-ერთი საპატიო სტუმარი იქნება. ნოა გვარდიოლას ოჯახის მეგობარია. ესპანეთში უკანასკნელი ვიზიტისას მან პეპი და მისი ოჯახი კონცერტზე დაპატიჟა. ”ბარსელონას” მწვრთნელმა მას პირობა მისცა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში აუცილებლად დაესწრებოდა კონცერტს.

ზოგიერთი სააგენტო ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ პეპ გვარდიოლამ ნოა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დაპატიჟა, თუმცა ნოამ ზრდილობიანად უარყო ეს შეთავაზება. პეპი ისრაელში არ გეგმავს საქმიან შეხვედრებს. ეს უბრალოდ დასავენებელი მგზავრობაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში