workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” შტაბის პრესკონფერენცია

“ბარსელონას” შტაბის პრესკონფერენცია

კატალონიის “ბარსელონას” “კამპ ნოუს” ოფისში დღეს, 4 საათის განმავლობაში კლუბის მმართველ წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა.

თათბირის შემდეგ, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პრესმდივანი, ჟოზეპ ვივესი საგანგებო პრესკონფერენციას მართავს, რასაც განახლებად რეჟიმში შემოგთავაზებთ.

  • 2020/21 წლებისათვის “ბარსელონას” შემოსავალი 828 მილიონი ევროა (28 მილიონით ნაკლები, ვიდრე გასულ სეზონში).
  • ხარჯები – 796 მილიონი ევრო (160 მილიონი ევროთი ნაკლები, ვიდრე გასულ სეზონში).
  • ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ VAR-ის ტექნოლოგიასა და მის მიერ გაწეულ სამუშაოს ემხრობა.

ვივესი

“ვიმედოვნებთ, რომ თებერვალში სტადიონზე ტრიბუნების 25%-ის გულშემატკივრებით შევსება შეგვეძლება, მაისში კი ეს რაოდენობა 50%-მდე ავა”

“ბარსელონა” VAR-ის ტექნოლოგიის უსამართლოდ გამოყენებას გმობს”.

ჟოზეპ მარია ბართომეუ

“მთავრობის წარმომადგენლებს უნდობლობის გამოცხადების რეფერდუმის გადატანა 15 ან 16 ნოემბერს ვთხოვეთ, თუმცა პასუხად უარი მივიღეთ”.

“კატალონიის მთავრობამ ჩვენს მოთხოვნას პატივი არ სცა, რომ რეფერენდუმისათვის მოსამზადებლად 15 დღე გვქონოდა”

“სანამ რადიკალურ გადაწყვეტილებებს მივიღებდეთ, იქამდე მთავრობას დაველოდებით. როდესაც პასუხი გვეცოდინება, შტაბის შეხვედრა კვლავ გაიმართება”.

“ხელფასების შემცირება ახლა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მოთამაშეებთან მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და შეთახნმებას მივაღწიეთ. მათ მადლობას ვუხდი”.

“ყველაფერი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, ანონიმურია. გადაწყვეტილებას ყველა დირექტორი ემხრობა”.

“შევთანხმდით, რომ ლეო მესის შესახებ არ მესაუბრა, რადგან ჩვენი კაპიტნის შესახებ საჯარო განხილვა არ დამეწყო. დამადანაშაულეს, რომ მის ტრანსფერს ფინანსური მიზნების გამო ვიყენებდი, თუმცა ყოველთვის კლუბის ინტერესებს ვიცავ”.

“ლეოს გადაწყვეტილების მესმის. ისიც მესმის, რომ ბოლო შედეგებით უკმაყოფილოა. თუმცა, მის კონტრაქტში არსებობდა პუნქტი, რამაც ახლა მისი “ბარსელონაში” ყოფნა განაპირობა. ვიმედოვნებთ, რომ ის აქ კიდევ დიდხანს დარჩება.

“გასული სეზონის ბოლოს ახალი მწვრთნელის დანიშვნა გარდაუვალი იყო. კუმანი კლუბს კარგად იცნობს და ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გუნდის განახლების პრობლემას შეეჭიდოს”.

“20,000 წევრს, რომელიც უნდობლობის გამოცხადებას ემხრობა, დიდ პატივს ვცემ. რაიმის შეჩერებას არ ვაპირებთ”.

“მაცნობეს, რომ რამოსისა და ლანგლეს ინციდენტის მომენტისას, მსაჯების აუდიოფრაგმენტი არსებობს. ყველა მტკიცებულებას განვიხილავთ და “ბარსას” ინტერესებს დავიცავთ. არარსებულმა პენალტმა თამაში სრულიად შეცვალა”.

“არცერთ შემთხვევაში, პოსტის დატოვება არ განმიხილავს, ამისათვის მიზეზი არ არსებობს. კარგი დრო არ იქნებოდა იმისათვის, რომ კლუბი ახალი მენეჯერის ხელში გადავიდეს”.

“დარწმუნებული ვარ, რომ სეზონს ერთზე მეტი ტიტულით დავასრულებთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • getsby
    schedule 27 ოქტ 2020, 12:01

    მაინც გადებული გაქ ბართუშ 😉 ისტორიაშიც შევა როგორც ყველაზე ბანძი პრეზიდენტი ბარსას ისტორიაში .დ

  • Magician
    schedule 27 ოქტ 2020, 11:29

    "დარწმუნებული ვარ, რომ სეზონს ერთზე მეტი ტიტულით დავასრულებთ" – ერთი არ მოგიგიათ 2 ტიტული რა 😀

  • me da barca
    schedule 27 ოქტ 2020, 01:24

    ხომ ვამბობ, რომ თუ ესენი მარტამდე გინდა მოიშორო შუბლში 7 გრამიანი უნდა დააჭედო.

  • neo222
    schedule 27 ოქტ 2020, 00:38

    ჩანერგილია ტიპი

  • კახა გურამიჩი
    schedule 26 ოქტ 2020, 23:47

    წადი შე ოჯახ მოხნულო.წადიიიიი.წაეთრიე.გეყოს ბარსას დაკნინება

  • jo va ni
    schedule 26 ოქტ 2020, 23:24

    ტრანსფერებს რაც შეეხება დეპაის 25 და გარსიას 20 მილიონი ყოველთვის აქვთ, მარა პრიმერამ არ მისცა უფლება, რომ ეყიდათ ვინმე თუ არ გაყიდიდნენ თვითონ… დემბელემ უარი თქვა და დეპაი ჩაიშალა, უმტიტი ვერ გაასუხარეს და ეგეც ჩაიშალა… 10 მილიონად კი სიტიმ არ მოგვცა… ჩახლართულად იყო ტრანსფერები წელს ესპანეთში, რეალს ვაფშე არავინ უყიდია, რომ მომავალ წელს ქონდეს ბევრი ფულის ხარჯვის უფლება, ახალი სტადიონი და რამე….

  • levanoza
    schedule 26 ოქტ 2020, 23:04

    ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ VAR-ის ტექნოლოგიასა და მის მიერ გაწეულ სამუშაოს ემხრობა. ნო კომენტ

  • Iniesta_8
    schedule 26 ოქტ 2020, 23:03

    სულ 28 მილიონით ნაკლები გამოიმუშავეს ვიდრე შარშან და ერთი 20 მილიონიანი ტრანსფერი ვერ გაუკეთეს კუმანს. არადა კაცი სულ 3 ფეხბურთელს: დეპაის, ვეინალდუმს და გარსიას ითხოვდა(ჯამში სამივე 50 მილიონი). შედარებისთვის ლამპარდმა წელს 200 მილიონზე მეტი დახარჯა.

  • zarqu
    schedule 26 ოქტ 2020, 23:00

    ტიპებმა გაყიდეს ვარსკვლავი ფეხბურთელები, ხელფასები დაუკლეს მასტებს და 32 მილიონის მეტი მოგება ვერ ნახეს ამხელა ბიზნესში. ჩლუნგია ეს ბართომეუ

  • Tsitsi
    schedule 26 ოქტ 2020, 22:57

    ციტატა: zarqu
    განახლებადია?

    რამე ახალი არ არის?


    დიახ, განახლებადია

  • zarqu
    schedule 26 ოქტ 2020, 22:56

    განახლებადია?

    რამე ახალი არ არის?