დღეს ხერარდ პიკემ ნაიკის ახალი ბუცის პრეზენტაცია მოაწყო, სადაც სხვასხვა თემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ”არსენალის” ნახევარმცველს, სესკ ფაბრეგასს ძალიან სურს კატალონიურ კლუბში დაბრუნება, რომლის აღზრდილიც თავადაა.
”მე მსურს, რომ სესკ ფაბრეგასმა ”ბარსელონაში” ითამაშოს. ვიცი, რომ მისი ოჯახი მთელი ცხოვრება ”ბარსელონას” გულშემატკივრობს. ”ბარსელონაში” დაბრუნდების შემთხვევაში ფაბრეგასი” ძალიან ბედნიერი იქნება” – ხერარდ პიკეს სიტყვებს ”Goal.com” ციტირებს.

პიკე: ”ფაბრეგასს ”ბარსაში” დაბრუნება სურს”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.