მოგეხსენებათ, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა დღევანდელი სავარჯიშო სესია გააუქმა და პირველი გუნდის ფეხბურთელების უმეტესობას დასვენების საშუალება მისცა.
როგორც ცნობილი იყო, დღეს “ბარსა ბ-ს” ფეხბურთელებთან მხოლოდ მარტინ ბრეითუეიტს, რიკი პუჩს, კარლეს ალენიას, ჟუნიორ ფირპოსა და მატეუს ფერნანდესს უნდა ევარჯიშათ, მათ კი გარსია პიმიენტა უხელმძღვანელებდა.
გარდა სარეზერვო გუნდის წევრებისა (ინიაკი პენია, არნაუ ტენასი, დე ლა ფუენტე, მინგო), ვარჯიშში მონაწილეობა პირველად მიიღეს “ჟუვენილ ა-ს” ფეხბურთელებმა – ჟოზე მარსამ, ალექს რიკომ, ფრანკ ენგონგმა, ჩუს ალბამ, ანხელ ალარკონმა და ილიას აკომაშმა. აგრეთვე, სესიაზე გამოცხადდა ჟაუმე ჟარდი, რომელსაც ვარჯიში გამოცდილება უკვე ჰქონდა.
“ლურჯ-ბროწეულისფერები” ხვალ, თბილისის დროით 13:00 საათზე, სრული შემადგენლობით ვარჯიშს დაუბრუნდებიან. კატალონილები 28 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით “იუვენტუსთან” მატჩისათვის ემზადებიან.
[media=https://twitter.com/FCBW_A7/status/1320354857258307585]



