workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer
ბუსკეტსი: “ვილია ბრწყინვალე ადამიანია”

ბუსკეტსი: “ვილია ბრწყინვალე ადამიანია”

კატალონიის “ბარსელონას” თითოეული ფეხბურთელი ძალიან გახარებულია დავიდ ვილიას ტრანსფერით. პირველი კომენტარი ჩავიმ გააკეთა, რომელშიც განაცხადა, რომ დავიდს არ გაუჭირდებოდა “ბარსას” სტილთან შეგუება და ადაპტაციისთვის დრო არც კი დასჭირდებოდა. გუშინ ვილია ბარსელონაში ჩაფრინდა, სადაც გულშემატკივრები ძალიან თბილად დახვდნენ მას. კომენტარი გააკეთა სერხიო ბუსკეტსმა. მან აღნიშნა, რომ დავიდ, პირველ რიგში, კარგი ადამიანია და შემდეგ შესანიშნავი ფეხბურთელი.

“მე იგი გავიცანი ესპანეთის ნაკრებში. იგი ძალიან კარგი პიროვნებაა. მისი შრომისმოყვარეობა ბევრისთვის შესაშურია. დარწმუნებული ვარ, რომ მას არ გაუჭირდება “ბარსას” სტილთან შეგუება, რადგან ნაკრებში იგი ამ სტილის ფეხბურთს თამაშობს. მისი ტრანსფერი ბრწყინვალე სიახლეა!” – განაცხადა სერხიომ.

ფეხბურთელმა ისაუბრა უკვე განვლილ კარიერაზე. მისი თქმით, 2 წლის წინ იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ იქნებოდა “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობის წევრი: “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ “ბარსელონას” წევრი ვიქნებოდი. ორი წლის წინ ვინმეს ეს რომ ეთქვა, ალბათ, ექიმთან წავიყვანდი”–განაცხადა ბუსკეტსმა.

წყარო : ://www.barca.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward