ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: ”უკეთესია ჩუმად იყო და ტიტულები მოიგო”

პიკე: ”უკეთესია ჩუმად იყო და ტიტულები მოიგო”

”ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ გასული სეზონის განმავლობაში მისი კლუბის მიმართ ცრუ ბრალდებები გაისმა.

”უკეთესია ჩუმად ყოფნა და ტიტულების მოგება, რადგან ფეხბურთში ყველა ნათქვამი უკან გიბრუნდება. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენს მიმართ ცრუ ბრალდებები ვრცელდებოდა. თავდასხმა კვირიდან კვირამდე გრძელდებოდა და ყველაფერი ეს ხდებოდა იმის გამო, რომ დაენგრიათ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ მსაჯებზე, ჩვენ უბრალოდ ვთამაშობთ ფეხბურთს. ეს მიმართვა მხოლოდ ”რეალის” მიმართ არ არის გაკეთებული. ეს მიმართვა ეკუთვნის ყველას, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ გვადანაშაულებდა” – პიკეს სიტყვებს ციტირებს marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში