workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა დროის გაჭიანურებას ვერ მოახერხებს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა დროის გაჭიანურებას ვერ მოახერხებს

“ბარსელონას” ხელმძღვანელები რეფერენდუმის ორგანიზებისთვის დამატებით დროს არ მიიღებენ – ეს ინფორმაცია კატალონიის რადიომ გაავრცელა. 

ჟოზეპ მარია ბართომეუს ბორდს სურდა, მათი გადარჩევისთვის ხმის მიცემის თავდაპირველი თარიღი, 1 და 2 ნოემბერი შეეცვალა და 15 დღით გადაედო, რის მიზეზადაც კორონავირუსის პანდემია სახელდებოდა. 

კატალონიის მთავრობამ სიტუაცია გააანალიზა და კლუბს აცნობა, რომ რეფერენდუმის გადადების საფუძვლიანი მიზეზი არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი არ შეფერხდება ხელმძღვანელობა პროცესის გაჭიანურებას ვერ მოახერხებს. 

როგორც იცით, რეფერენდუმზე “ბარსელონას” ოფიციალურ წევრებს შეეძლებათ, ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტი და ბორდის სხვა წევრები თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ გადააყენონ. 

ამ სიახლის შემდეგ კლუბმა პოზიცია შეცვალა, თუმცა სრულ დათმობაზე მაინც არ წავიდა: რეფერენდუმი დათქმულ დროს უნდა გაიმართოს, თუმცა ხმის მიცემა მხოლოდ “კამპ ნოუს” ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაძლებელი. ამის მიზანი სავარაუდოდ ისაა, რომ ხმის მიცემის დღეს რეფერენდუმის ძალაში შესასვლელად საკმარისი რაოდენობის ადამიანები ვერ შეგროვდნენ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward