”ბარსას” სატრანსფერო ბიუჯეტი 45 მილიონ ევროს შეადგენს

”ბარსას” სატრანსფერო ბიუჯეტი 45 მილიონ ევროს შეადგენს

”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ფაუსმა ისაუბრა კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტზე.

ახლა ჩვენი სატრანსფერო ბიუჯეტი 45 მილიონ ევროს შეადგენს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე ზაფხულს ტრანსფერებში ზუსტად ეს თანხა დაიხარჯება. შესაძლებელია სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელების საყიდლად ეს თანხა გაიზარდოს. მე ვსაუბრობ იმას, რომ თუკი კლუბი 65-70 მილიონის დახარჯვას გადაწყვეტს მას დასჭირდება დამატებითი ხერხების გამოყენება, რათა მიიღოს დამატებითი ფული” – ხავიერ ფაუსის სიტყვებს marca ციტირებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი