ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”უდინეზემ” ”რეალს” სანჩესი შესთავაზა

”უდინეზემ” ”რეალს” სანჩესი შესთავაზა

იტალიელი აგენტი, ერნესტო ბრონძეტი შეხვდა მადრიდის ”რეალის” ხელმძღვანელებს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”, გვამცნობს marca.

ბრონძეტი ესპანეთის დედაქალაქში ”უდინეზეს” ხელმძღვანელობის თხოვნით ჩავიდა. მას პატივი ერგო ამცნოს მადრიდელებს ის, რომ ”უდინეზე” მათ ჩილელ ნახევარმცველს, ალექსის სანჩესს სთავაზობს.

ბრონძეტიმ მადრიდელებს აცნობა, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ როგორც ჩანს ”რეალი” სანჩესის შეძენით დაინტერესებული არ არის. ამაზე მიუთითებს ის, რომ ”უდინეზეს” შეთავაზებას საპასუხო ქმედება მადრიდელების მხრიდან არ მოჰყოლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში