ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველს, ფრანსესკ ფაბრეგასს, თავისმა ამჟამინდელმა კლუბმა შესთავაზა კლუბში დარჩენა და შეპირდა, რომ ხელფასს 2 მილიონით გაუზრდიდნენ. იტყობინება გავლენიანი კატალონიური გმაოცემა “სპორტი”.
შეგახსენებთ, რომ სესკ ფაბრეგასს ძალიან უნდა “ბარსელონაში” თამაში, რისთვისაც ძალებს არ იშურებს. თუ ამ მიზანს მიაღწევს, მაშინ თანახმაა იმაზე ნაკლები ხელფასი ჰქონდეს, ვიდრე ლონდონში აქვს. სესკმა უარით გაისტუმრა ლონდონური კლუბის მესვეურები და სურვილი გამოთქვა “ლურჯ–ბროწეულისფერთა” რიგებში ასპარეზობაზე.
როგორც წყაროები იტყობინებიან, ამ შემთხვევაში, ფაბრეგასისთვის მეორეხარისხოვანია ანაზღაურება.
