იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა “უდინეზეს” ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის მიმართ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გმაოცემა “მარკა”.
შეგახსენებთ, რომ ჩილელი თავდამსხმელის შესაძენად “ბარსელონა” იბრძვის: “სანჩესი ნამდვილი ფენომენია. ის არამარტო კატალონიურ კლუბს შეეწყობა, არამედ კიდევ ძალიან ბევრს”. განაცხადა არიგო საკიმ.
აქვე გეტყვით, რომ თავად ფეხბურთელს ძალიან უნდა კატალონიის “ბარსელონაში” თამაში. ესპანური გამოცემების ცნობით, ჩილელი ფეხბურთელი უკვე შეუთანხმდა “ლურჯ–ბროწეულისფერთა” მესვეურების კონტრაქტის თაობაზე და ჯერი მხოლოდ “უდინეზეზეა”.
