workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ყველაზე ცუდი სტარტი 2015/16 წლების სეზონის შემდეგ

ყველაზე ცუდი სტარტი 2015/16 წლების სეზონის შემდეგ

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით ლა ლიგის წლევანდელი სეზონის სტარტი “ბარსელონასთვის” 2015/16 წლების შემდეგ ყველაზე ცუდია. 

კატალონიელებმა საწყის 4 მატჩში 8 გოლი გაიტანეს, ბოლო 4 სეზონში კი ამაზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ. 

გათამაშების პირველი 2 შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რონალდ კუმანის გუნდმა ჯერ “ვილიარეალი” (4-0), შემდეგ კი “სელტა” (3-0) დაამარცხა, სტატისტიკა კი ამის შემდეგ გაიფუჭა – ბოლო 2 თამაშიდან “ბლაუგრანამ” ვერცერთი მოიგო და სულ ერთი გოლის გატანა მოახერხა (1-1 “სევილიასთან”, 0-1 “ხეტაფესთან”). 

აღსანიშნავია, რომ 2015/16 წლების სეზონის პირველ 4 ტურში (წლევანდელის მსგავსად 8 გოლი) “ბარსამ” ყველა თამაშის მოგება მოახერხა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • KING_BARCA
    schedule 18 ოქტ 2020, 18:40

    მე არავარ დიდი მწვრთნელი,და დიდი ფილოსოფოსი,მაგრამ ჩემი აზრი მაქვს და შეხედულება,გრიზმანს დავაჭედებდი სკამზე,ისე რო მიხვდებოდა გონზე მოსვლა როა საჭირო,მივცემდი შანსს სხვა ფეხბურთელს,მაგალითად ბრეითუეტს,რობერტოც სკამის კაცია,თუ საჭიროა მესიც უნდა დასვას და ამით ყველა გაიბერტყავს ყურებს,კოუტინიო რაც დაბრუნდა სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს,ყიველმხრივ კარგია,დემბელეს თამაში საშინელებაა,როცა ხარ ბარსელონას ფეხბურთელი ბურთი ასჯერ არუნდა დაკარგო და ასჯერ არუნდანგაიგდო წინ ზედმეტარ ძლიერად ისე რო ვეღარ დაეწიო,ესეთებს სხვა კლუბებში ერთ ადგილს არ ანძრევინებენ სანამ აზრზე არ მოდიან…და კიდე ბევრი რამის თქმა შეიძლება….

  • davidus2020
    schedule 18 ოქტ 2020, 17:14

    კუმანმა სწორად მოიქცა ,წინ ორი ძალიან სერიოზული თამაში ელით,ლიგაზე და რეალთან,როტაცია გააკეთა,რა მისი ბრალია თუ ვერ ერგება გრიზმანი ბარსას,უბრალოდ უფრო სწორი იქნებოდა გრიზი გაეშვათ თან ფულს გააკეთებდნენ და ჯეკა მინიმუმ ერთი სეზონი დაეტოვათ.იმედი მაქვს ყველა ათამაშდებიან

  • grizmann
    schedule 18 ოქტ 2020, 16:17

    კოუტინიო სულ ძირითადში უნდა იყოს და 10 ანზე იდგეს მესი კიდე შეტევის გარდა არ ბუნდა იღებდეს ცენტრში ბურთს. ფატი ფლანგზე მაგარამ ფატიზე მთლად დაყრდნობა არ შეილება თავიდანვე თუ წაუვიდა თამაში დაფრინავს თუ არ წაუვიდა ჩაკარგულია ხოლმე გრიზმანმა კიდე რა ვიცი უნდა დაიწყოს თამაში

  • barca`barca
    schedule 18 ოქტ 2020, 15:26

    სტარტი არაფერს ნიშნავს. მეიმედება მე ეს კაცი.. ფეხბურთელები არიან გამოსაფხიზებელი ჯერ