workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესის მესამე გოლი “ატლეტიკოს” მაისურით და კიდევ ერთი მიღწევა

ლუის სუარესის მესამე გოლი “ატლეტიკოს” მაისურით და კიდევ ერთი მიღწევა

მადრიდის “ატლეტიკომ” “სელტა” გასვლით შეხვედრაში ანგარიშით 2-0 დაამარცხა. “როხიბლანკოს” შემადგენლობიდან თავი ლუის სუარესმაც გამოიჩინა.

Optajose-ს სტატისტიკის მიხედვით, ლუის სუარესმა ლა ლიგაში რიგით 195-ე შეხვედრაში საიუბილეო, 150-ე გოლი გაიტანა.

ურუგვაელი თავდამსხმელი მეორე ფეხბურთელია, რომელსაც 150-გოლიან ნიშნულამდე მისაღწევად ყველაზე მცირე დრო დასჭირდა. მასზე სწრაფად ეს კრიშტიანუ რონალდუმ, 140 მატჩში მოახერხა

შეგახსენებთ, რომ “სუა” მადრიდელებს 2020/21 სეზონის სტარტზე შეუერთდა და მის ანგარიშზე 3 გოლთან ერთად უკვე 1 ასისტიცაა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • Blaugrana bari
    schedule 18 ოქტ 2020, 01:20

    სუარესი გაუშვეს და ბრაითვეიტი დატოვეს ესეც კუმანის არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობა როგორც სეტიენი იყო გუნდის დამღუპველი ისე იქნება კუმანიც

    არაფერი არ ეშველება ამ ბარსელონას სანამ ბართუმო არ წავა

    ვაფშე პუჩის რომ სვამ სკამზე ხო არის რეალური რომ ფეხბურთი არ იცი მონდომებულია და იმსახურებს ძირითადში თამაშს

  • BlauGrana_DS
    schedule 17 ოქტ 2020, 22:40

    რეალს გაუბაბანა კადიზმა.
    ორი ტაიმი კარში ვერ დაარტყეს ვერც შტერზემამ, ვერც ვინიციუსმა, ვერც კროოსმა ვერც ვასკესმა.
    კადიზს შეეძლო მეტი გაეტანა, სამი -ოთხი მომენტი ჰქონდა. დღეს უნდა მოვიგოთ და 4 თამაშით 10 ქულა გვექნება და ერთი თამაშით ნაკლები.
    მერე კლასიკოზე უნდა ძმრად ამოვადინოთ შარშანდელი 0-2

  • Iniesta_8
    schedule 17 ოქტ 2020, 22:29

    რამდენჯერაც გოლს გაიტანს იმდენჯერ უნდა დადოთ პოსტი? მწერლებს ხოარ დაავიწყდათ რომ სუარესი ბარსელონაში აღარ თამაშობს?

  • ჩიკო
    schedule 17 ოქტ 2020, 22:19

    რეალი აგებს კარგია , ქულებს კიდე დაკარგავს დღეს კი ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ დიდი ანგარიშით მშრალი კარით

  • GUGU MSN
    schedule 17 ოქტ 2020, 22:00

    ჯეკა მენატრება ეეჰ რა MSN დაიშალა