ლა ლიგის მე-6 ტურში “ბარსელონასთან” დაპირისპირების წინ, “ხეტაფეს” ესპანელმა მეკარემ, დავიდ სორიამ კომენტარი გააკეთა.
“ახლა ჩვენს წინაშეა “ბარსელონას” უფრო შრომისმოყვარე გუნდი, უფრო ერთგული პრესინგის და დაცვის მიმართ. ეს უფრო ორგანიზებული გუნდია, ვიდრე ადრე. ნაკლები ინდივიდუალური ვარსკვლავით, მაგრამ ძლიერი გუნდით.” – განაცხადა სორიამ.
“ბარსელონა” და “ხეტაფე” ერთმანეთს 17 ოქტომბერს, “ალფონსო პერესის” სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.




მესიმ უნდა შეყაროს გოლები დროა უკვე