კატალონიის ”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ამჟამინდელი კლუბის დატოვებას, იტყობინება ესპანური გამოცემა AS.
შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში აქტიურად განიხილება კრკიჩის ”ბარსელონადან” წასვლის საკითხი. გამორიცხული არაა, რომ ახაგაზრდა კატალონიელი სატრანსფერო გარიგებებში ჩართონ.
”რაც პრესაში იწერება, სიმართლეს არ შეესაბამება. თავად მე თავს მშვიდად ვგრძნობ, ვინაიდან ვიცი, რომ კლუბი იმედებს ამყარებს ჩემზე. ვამაყობ იმით, რომ ასეთ გუნდში ვთამაშობ და არ ვაპირებ მის დატოვებას. არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო სატრანსფერო გარიგებებში.” – პრესასთან საუბრისას განაცხადა ბოიან კრკიჩმა.
გასული სეზონით კრკიჩი იმედგაცრუებულია, ვინაიდან თვლის, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ”სეზონი ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ველოდი. ფეხბურთი შეიძლება იყოს ძალიან უსამართლო – ადრე საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მე ლიგის მოგებაში დავეხმარე გუნდს, ახლა კი გამუდმებით ისმის ხმები ჩემს გაყიდვასთან დაკავშირებით.”
