”ჰერკულესის” ნახევარმცველი, ფრანსისკო ფემენია ახლოსაა კატალონიის ”ბარსელონაში” გადასვლასთან, იტყობინება ესპანური გამოცემა ”მარკა”.
ფემენიას კონტრაქტი, რომელიც მას ”ჰერკულესთან” აქვს გაფორმებული, 2014 წლამდე მოქმედებს, თუმცა კატალონიელები დიდ ინტერესს იჩენენ ხსენებული ფეხბურთელის მიმართ. ”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფემენია დაჯილდოვებულია ისეთი სათამაშო თვისებებით, რომლებიც გუნდს წარმატებებს მოუტანს.
ფეხბურთელის ერთ-ერთმა აგენტმა, ვისენტე ფლორესმა განაცხადა, რომ ის ზარს ელოდება კატალონიური გრანდის წარმომადგენლებისგან, რომ საბოლოოდ ნათელი მოეფინოს აღნიშნულ საკითხს.
ფრანსისკო ფემენია 1991 წლის 2 თებერვალს, ესპანეთში დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა 2000 წლიდან იწყება. პოზიციურად ნახევარმცველია. 2004 წლიდან იგი ”ჰერკულესის” რიგებში ირიცხება.
