workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უგო ლორისი: გრიზმანში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს

უგო ლორისი: გრიზმანში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს

ლონდონის “ტოტენჰემისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ, უგო ლორისმა, პრესასთან ინტერვიუში ანტუან გრიზმანზე ისაუბრა. 

“მას შემდეგ, რაც გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრებისთვის ბოლო წლებში გააკეთა, მასში ეჭვი არ უნდა გეპარებოდეთ. ყველა მოთამაშეს აქვს წინსვლა და ჩავარდნა, ახლა მას შეტევაში სირთულეები აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, მე ვხედავ მოთამაშეს, რომელსაც უკან ჩამოსვლა და ამით გუნდის გაძლიერება შეუძლია. 

ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ, ანტუანი საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულია. ჩვენ ვიცით, რომ მას მატჩის ბედის შეცვლა გუნდისთვის მნიშვნელოვან მომენტებშიც შეუძლია.”, – ლორისის სიტყვებს Goal ციტირებს.

ანტუან გრიზმანმა “ბარსელონას” მაისური 51-ჯერ მოირგო, თავი კი 15 გოლით გამოიჩინა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • France
    schedule 13 ოქტ 2020, 23:20
    #1

    Arada dzaan donea grizi