საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარე, უგო ლორისი, თანამემამულე უსმან დემბელეს შესახებ საუბრობს.
დემბელე და ლორისი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ნაკრებში არიან გამოძახებულნი.
უსმანს საფრანგეთის ნაკრებთან კარგი ისტორია აკავშირებს. იგი რუსეთში გამარჯვებული გუნდის ნაწილია. ტრავმებმა მას ხელი შეუშალეს, ყველამ ვიცით თუ რა შესაძლებლობები აქვს მას.
ვიმედოვნებ, რომ ტრავმები უკან დარჩა. “ბარსასთან” ერთად, კარგ ფორმაშია და უმაღლეს დონეს უბრუნდება.
– ლორისის სიტყვებს ფრანგული გამოცემა Sport365 ციტირებს.
დიდიე დეშამის გუნდი 24-31 მარტის პერიოდში უკრაინის, ყაზახეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.



ეს კაცი არ უყურებს თამაშს, რა დონე. ბურთი ფეხებში რო ებლანდება და კარგავს?
დაბრუნდეს ფატი და ვნახავთ სადაც არის დემბელეს ადგილი
ისეთი ტიპია ვერ უბრაზდები, როცა სისულელეს აკეთებს. ისეთი იდიოტის გამომეტყველება აქვს მეცინება ხოლმე.