ინგლისური “ვულვერჰემპტონის” ესპანელმა შემტევმა, ადამ ტრაორემ, Cadena SER-თან ინტერვიუში, “ბარსელონაში” ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
“მახსოვს, როგორ ვესაუბრებოდი ჩავის და ინიესტას 8 წლის ასაკში. მაშინ პირველი გუნდის მოთამაშეებთან შეხვედრა იშვიათად გვიწევდა, თუმცა მაინც ვხედავდით როგორ ახერხებდნენ და გვასწავლიდნენ, თუ რა უნდა გაუმჯობესებულიყო.” – განაცხადა ტრაორემ.
ადამა ტრაორე “ბარსელონას” აკადემიაში 2004 წელს ჩაირიცხა, 2013-2015 წლებში ის “ბარსელონა ბ-ს” წევრი გახლდათ, ამავე წლებში კი პირველ გუნდში 4 შეხვედრაც ჩაატარა (1 გოლი).




აუ ეს მხეცია იმენა ცოტა ფინიშინგი რო დახვეწოს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამას ისევ ბარსაში🔥
ეს გათეთრებულა ოდნავ🤔😂😂