“ბარსელონას” სათადარიგო მეკარე, ნეტუ, ახალ სეზონს იმედის თვალით უყურებს, ტერ შტეგენის რეზერვისტის ინტერვიუს Barca TV გვთავაზობს.
“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ვაპირებ ბოლომდე დავიხარჯო და სრულყოფილებასთან ახლოს ვიყო, ისე როგორც გასულ სეზონში. თავის გამოჩენის შესაძლებლობა მაშინ გეძლევათ, როდესაც რეგულარულად თამაშობთ, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ საჭიროა დარწმუნებული იყოთ, რომ ყოველდღე რაღაცას აკეთებთ გაუმჯობესებისთვის.
წინასასეზონო მომზადება უცნაური, მაგრამ სასიამოვნო იყო, ჩვენ ყველანი აქ დავრჩით და ყოველდღე ერთად ვმუშაობდით. აუცილებლად გვჭირდებოდა ახალ მწვრთნელთან გარკვეული დროის გატარება და ვარჯიში, რათა გაგვეგო, თუ რა სურდა მას.” – განაცხადა ნეტუმ.




lesane C,
სულ ცოტა დაკლდა
მშვენივრად ცვლის ეს შტეგენს ჯერ-ჯერობით, არაფერი გაუფუჭებია
მაკედონიასთან როდის გვაქ?
რავი მეეჭვება რო აეღო,ძაან ახლოდან იყო თან საკმაოდ ძლიერი