გუშინ სანაკრებო თამაშების ნაწილი გაიმართა და მოედანზე 4 “ბარსელონელიც” ვიხილეთ.
არგენტინა-ეკვადორი 1-0
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში მესიმ, რა თქმა უნდა, სრული მატჩი ჩაატარა და შეხვედრის ერთადერთი გოლიც გაიტანა. ლეომ ოკამპოსის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა.
ბოსნია-ჩრდილოეთ ირლანდია 1-1
ევროპის ჩემპიონატზე ერთა თასის გავლით ვეღარ მოხვდება მირალემ პიანიჩის ნაკრები. ბოსნიელებმა ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლეს და 1-1 თამაშის შემდეგ თერთმეტმეტრიანებში დამარცხდნენ.
“ბარსელონას” ნახევარმცველმა მოედანზე 120 წუთი დაჰყო და თერთმეტმეტრიანების სერიაში პირველი გოლიც გაიტანა.
ურუგვაი-ჩილე 2-1
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მოგებით დაიწყო რონალდ არაუხოს ურუგვაიმ, მაგრამ “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველს არ უთამაშია. შეხვედრაში ანგარიში “ბარსელონას” ურუგვაელმა ლეგენდამ, ლუის სუარესმა გახსნა. მან, მესის მსგავსად, თერთმეტმეტრი გაიტანა.
ფარერები U21-ესპანეთი U21 0-2
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამაჯერებლად გამოსვლას განაგრძობს ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდი, რომელმაც ფერერების კუნძულებზე 2-0 მოიგო.
სტუმართა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო რიკი პუჩი, რომელმაც 60 წუთი ითამაშა. მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა პედრი.



