ლეო მესი “ბარსელონაში” თავს კარგად გრძნობს – სკალონი

ლეო მესი “ბარსელონაში” თავს კარგად გრძნობს – სკალონი

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი ESPN-სთან ინტერვიუში “ბარსელონას” ლეგენდის შესახებ საუბრობს:

“როდესაც ლეოს გარშემო ქარიშხალი ჩაწყნარდა, გავესაუბრე, ის დამშვიდებული ჩანდა. “ლა პულგა” ახლა კლუბში თავს კარგად გრძნობს.

ყველას გვსურდა, რომ პრობლემები მოეგვარებინა და თამაში გაეგრძელებინა. 

მესი “ბლაუგრანას” კარგად იცნობს. რაც შეეხება ჩვენს როლს, ფეხბურთელების პირად ტერიტორიაზე არასდროს ვიჭრებით, ასეთ საკითხებში ვერ ჩავერევით”.

შეგახსენებთ, რომ “ალბისელესტე”, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 9 და 13 ოქტომბერს ეკვადორსა და ბოლივიას დაუპირისპირდება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward