როგორც უკვე ვიცით, “ბარსელონას” ახალი 9 ნომერი ჰყავს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლუის სუარესის დატოვებულ ნომერს, რომელიც ურუგვაელმა 6 წლის განმავლობაში ატარა, მარტინ ბრეითუეიტი მოირგებს.
ბრეითუეიტი “ბარსელონაში” მიმდინარე წლის ზამთარში, “ლეგანიესიდან” გადმოვიდა, მის აქტივში 11 ოფიციალური შეხვედრაა (1 გოლი), დანიელის ტრანსფერს თავის მხრივ ახსნაც აქვს, ამ დროს გუნდს შემტევი სჭირდებოდა.

რაც შეეხება “9 ნომერს”, 21-ე საუკუნეში “ბლაუგრანაში” ეს ნომერი რამდენიმე ვარსკვლავმა ატარა, ახლა კი სწორედ მათ სიას გთავაზობთ, რათა გამოკითხვის სახით დააფიქსიროთ აზრი, თუ ვინ არის თქვენი აზრით 21-ე საუკუნის საუკეთესო 9-იანი “ბარსელონაში”?




21-ე საუკუნის 9-იანებია. ამხელა პროვოკატორი კაცი ეგ როგორ ვერ მიხვდი? (21-ე საუკუნეში თამაშობდა რონალდო ბარსელონაში?)
რონალდო ვერ მოხვდა ამ სიაში და კრკიჩი და სანჩესი მოხვდნენ?
არა. იბრაჰიმოვიჩმა 2010/2011 სეზონი ბარსელონაში დაიწყო, გამპერის თასი და ესპანეთის სუპერ თასი ითამაშა, მერე მილანში წავიდა, ნომერი ბოიანმა მიიღო.
თქვენი ლოგიკით 2010-2011 წლებში 9 ნომერი ზლატანს და ბოიანს ერთად ეცვათ? 🤣
ბრეითუიეტზე 9 ნომრის მიცემა ჩვეულებრივი ფორმალობაა და მეტი არაფერი.. ისტორია ფუჭდება უბრალოდ რო ამ ლეგანიესის დონის "შემტევს" ბარსელონას 9 ნომერი ექნება ნატარები.. 10-15 შეხვედრას ჩაატარებს ალბათ ან ცოტა მეტს.. მომდევნო სეზონში 10 ლარად გაყიდიან..
21 საუკუნეში სუარესს კონკურენტი არ ყავს ჩემი აზრით. რაღა ჩემი აზრით შეხედეთ სტატისტიკას ფორვარდია და მე2 ბარსას 9-იანების ისტორიაში.
რა სასაცილოა კუმანი იგივე გზას გაუყვება რაც ის მეთევზე ვალვერდე, რატო? იმიტომ რო სუარესის მაგივრად 9 რო ბრაითვეითვაიტ რაგაცა იქნება , საწყალი მესი ძალით დატოვეს და აქ ამ საიტზე ზოგმა მოღალატედ შერაცხა დაუნახავია მესიო ეეეჰჰჰ