ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: “კარიერის დასრულება აქ მსურს”

აბიდალი: “კარიერის დასრულება აქ მსურს”

 

კატალონიის “ბარსელონას” ფრანგმა მცველმა, ერიკ აბიდალმა ფრანგულ ტელეგადაცემა “Telefoot”–თან საუბრისას, განაცხადა, რომ მისთვის ეს ბოლო თვეები განსაკუთრებით რთული იყო და თუ როგორი განსაკუთრებული კავშირი აქვს ახლა მას კატალონიურ კლუბთან…

 

მოგეხსენებათ აბიდალის საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ბელარუსთან ფრედ, 1–1 ითამაშა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გოლი აბიდალმაც გაიტან – თუმცა, საკუთარ კარში … ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგმა მცველმა ერთ–ერთ ტელეგადაცემას ინტერვიუ მისცა. “მე მძიმე განსაცდელისგან თავის დაღწევისთვის ბრძოლა მომიხდა და საბედნიეროდ, ყველაფერი დავძლიე. “ჩემპიონთა ლიგის” მოგება უდიდესი რამაა. მართალია კლუბმა ამ ტიტულის მოპოვება 2009 წელსაც შეძლო, თუმცა მაშინ მე დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მივიღე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი პერსონალური რევანში გახლდათ”, – განაცხადა ერიკმა.

 

აბიდალი ამ რთული პერიოდის დაძლევისთვის ყველას დიდ მადლობას მოახსენებს: “მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის წევრებს, კლუბს, სამწვრთნელო შტაბსა და კარლეს პუიოლს. მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო კაპიტანი, რადგანაც მან ისეთი უჩვეულო რამ გააკეთა, რომელიც ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს. მან მე გუნდის კაპიტნის სამკლაური გადმომცა, რის გამოც თასის პირველად აღმართვის უფლება მე მომენიჭა”, აქვე ერიკმა დაამატა, “ჩემი მიზანი კარიერის “ბარსაში” დასრულებაა. კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი. კლუბს ახლა მისი განახლება სურს და ვფიქრობ, რომ ვიპოვით ფორმულას, რომლის დახმარებითაც შეთანხმებას მივაღწევთ.’

 

ფრანგს ასევე ლეო მესიზე გასაუბრებაც თხოვეს. ერიკმა მასზე ასეთი რამ განაცხადა: “მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ორი სეზონის წინ, მე ვთქვი, რომ ლეო “ოქროს ბურთს” კიდევ ორჯერ მოიგებდა. როგორც ჩანს, ჩემი ვარაუდო გამართლდა. მე მისით უბრალოდ აღტაცებული ვარ. ის ხომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.“

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში