Cadena SER იუწყება, რომ კატალონიელების უკანსაკნელი შეთავაზება ერიკ გარსიას თაობაზე “ქალაქელებისთვის” არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება. შესაბამისად, ესპანელი ცენტრალური მცველი “მანჩესტერ სიტიში” დარჩება.
მანჩესტერელები გარსიაში 30 მილიონ ევროს ითხოვდნენ, “ბარსამ” კი ტრანსფერისთვის მხოლოდ 15 მილიონი ევრო გამოყო.
მიუხედავად დიდი სურვილისა, “ბლაუგრანას” ფინანსურმა კრიზისმა ტრანსფერებისათვის მეტი თანხის მობილიზების საშუალება არ მისცა. 19 წლის მცველისთვის კატალონიელები მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე იბრძოლებენ.




ძალიანაც კარგი, ეს რო მაგარი იყოს გვარდიოლა ბოლო ალტერნატივად კი არ განიხილავდა, ფერნანდინიოს ხევდა უკან ოღონდ ეს არ ეთამაშებინა, ამათ კიდე შეიყეს და შიგ მოიმტვრიეს