ჩილეს ეროვნული ნაკრებისა და “უდინეზეს” თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი, ბედნიერია იმით, რომ “ბარსელონას” მესვეურები ინტერესდებიან მისი შეძენით.
“შესანიშნავი იქნება, თუკი “ბარსელონას” მაისურს მოვირგებ. ევროპული გრანდების ინტერესი ჩემდამი მმატებს თვითდაჯერებულობას და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. მსურს უფრო გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და ვიასპარეზო უმაღლეს დონეზე, რათა შევძლო ტიტულების მოგება. ამ ყველაფრისთვის მჭირდება ძლიერ კლუბში გადასვლა, სადაც ჩემს პოტენციალს ბოლომდე გამოვავლენ”. იტყობინება ჩილელი ფორვარდის სიტყვებს გავლენიანი გამოცემა “Sky Sports”.
შეგახსენებთ, რომ ჩილელი ალექსისით დაინტერესებულები არიან “ინტერი”, “იუვენტუსი” და “მანჩესტერ სიტი”.



