“ბარსელონას” ახალწვეულმა, სერჟინიო დესტმა, თავის ოფიციალურ პრეზენტაციაზე კომენტარი გააკეთა.
“ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ “ბარსელონაში” მოვხვდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა ტიტული მოვიგოთ. Visca el Barça!
აქ ყოფნა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე გავალ.
მიხარია, რომ მენდობით. მარჯვენა მცველის პოზიციაზე და ზოგადად ამ გუნდში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. ვეცდები, ჩემი სრული პოტენციალი გამოვამჟღავნო.
ჩემი კუმირი დანი ალვესია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. YouTube-ზე მისი მომენტების ყურებით ბევრი ვისწავლე, ახლა კი რჩევებს მისი თანაგუნდელებისგანაც მივიღებ, რომლებიც გუნდში არიან. მინდა, ალვესის მსგავსი ფეხბურთელი გავხდე. მზად ვარ, ამის მისაღწევად ვარჯიშის ინტენსივობა გავზარდო.
ლეო მესის გვერდით თამაში საოცარი იქნება. ფილტვებში ჰაერის გამოლევამდე ვირბენ, როცა მას მოედანზე ჩემი დახმარება დასჭირდება”. – განაცხადა 19 წლის ამერიკელმა.




მაგარი კაცია ბევრს მიახწევს ეს ეტყობარო მაგარი დერსკი როჟაა დაიხევს ყველას აი ნახავთ. მეუფრო დეპაის ტრანსფერი მაინტერესებს არადა არ დადგა მაგას საშველი კაროჩე ლიონის პრეზიდენტმა რო იბაზრა პარასკევამდე თიარ დაგვტოვა ფეხბურთელმა მერე ჩვენთან დარჩებაო ანუ დღეის მერე არ შეგვეძლება თუ რაიბაზრა იმ ჩემისამ ჯერ ხო არ იხურება ფანჯარა??
შენ ალვეშის 80 პროცენტიც რო აჩვენო უკვე კაია… იმედია აჯობებ კიდეც… წარმატებები ძმაო 😂
სერჟი და სერჟინიო ფლანგზე, ღადაობაა, რომ ასაკი და სახელები დაემთხვა…
სერჟი 28 წლისაა, სერჟინიო, ანუ "პატარა სერჟი" 19-ის…
იმედია უმცროსი სერჟი აჯობებს უფროსს…
ამერიკელები სხვანაირი ხალხია, თუ, ანუ ალაპარაკდა, ის შემსრულებელია. წარმატებები დესტის
ნაკლები ლაპარაკი ბევრი საქმე. წარმატებები დესტს.