17 წლის ბიჭის დედამ, რომელმაც არგენტინელ თავდამსხმელს, ლეო მესის დაარტყა ბოდიში მოუხადა მესის და მის ოჯახს. შეგახსენებთ, რომ როსარიოში ბარიდან გამოსულ მესის მიუახლოვდა უცნობი ახალგაზრდა, დაარტყა მას და შემდეგ გაიქცა. თავად ფეხბურთელის განცხადებით დარტყმა მას არ უგვრძნია.
”ჩემს შვილს ლეოზე თავდასხმა არ სურდა. პატიებას ვთხოვ ლეო მესის და მის ოჯახს. როცა ჩემმა შვილმა მესი დაინახა გაოცებული იყო. მას ფეხბურთელზე გადახვევა სურდა, თუმცა ყველაფერი მოუხერხებლად გამოვიდა და ის ლეოს დაეჯახა. ჩემი შვილი მოუხერხებელია. ის დიდ ყურადღებას არ აქცევს ფეხბურთს. ისე კი მომხდარით შოკირებული ვარ” – აგრესორის დედის სიტყვებს მადრიდული marca ციტირებს.
