workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს პუიოლი, შესაძლოა, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს

კარლეს პუიოლი, შესაძლოა, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს

“ბარსელონას” ექს-მოთამაშე და ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუიოლი, შესაძლოა, ნებისმიერი საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილი გახდეს. 

კატალონიურ კლუბში საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო წელს გაიმართება, CatRadio-ს ჟურნალისტის, ორიოლ დომენიკის ინფორმაციით კი, კარლეს პუიოლმა, შესაძლოა, ნებისმიერ “პრესტიჟულ” კამპანიას დაუჭიროს მხარი. 

ესპანელი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ფეხბურთელის რანგში 1999-2014 წლებში თამაშობდა, კარიერის დასრულების შემდეგ, ის იმდროინდელი სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას ასისტენტად დაინიშნა, 2015 წლის იანვარში კი კლუბი სუბისარეტასთან ერთად დატოვა. 2019 წლის სექტემბერში, პუიოლმა კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის წინადადება მიიღო, თუმცა ამაზე უარი განაცხადა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • mesi_10
    schedule 27 სექ 2020, 22:25

    ნეტა მართლა გახდებოდეს პრეზიდენტი კარლოს არაფერი შეეშლება და გუნდს ფეხზე დააყენებს.. მოკლეთ 30 ოქტომბერს კარლოს შემოვხაზავ..

  • BlauGrana_DS
    schedule 27 სექ 2020, 20:29

    ვახ, ოღონდ ეს გამოცენზურებული ბართუშა აუცვი კარლო, ბარსას თილისმა იქნები

  • Anssumane
    schedule 27 სექ 2020, 19:03

    ვისაც ეს და ხავი დაუჭერენ მხარს მეც იმათ ვუჭერ მხარს მაგალითად არ ვიცი ვინაა ფონტი მარა სამაგიეროდ ვიცი ვინცაა ხავი და ვიცი ვინცაა პუიოლი

  • Messiah
    schedule 27 სექ 2020, 18:40

    <3 აუ ეს კაცი დაგვიბრუნდეს კიდე ცოტახნით მაინც მოედანზე <3

  • Magician
    schedule 27 სექ 2020, 18:06

    ამ კაცს რომ ვუყურებ, იმედიანად ვარ.