ბარსელონა-ვილიარეალი: პრევიუ

ბარსელონა-ვილიარეალი: პრევიუ

“ბარსელონა” სეზონის პირველი ოფიციალური მატჩისთვის უკვე მზადაა – კატალონიელები ლა ლიგის ეგიდით “ვილიარეალს” უმასპინძლებენ. სინამდვილეში, ეს ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩია, თუმცა რაკი “ბარსამ” სეზონი სხვა გუნდებზე გვიან დაასრულა (ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამო), საწყისი 2 შეხვედრა გადაიდო და რონალდ კუმანის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში სხვებთან შედარებით გვიან ერთვება. 

მეტოქე

ვალენსიის რეგიონში მდებარე ვილიარეალი კლასიკური მაგალითია ქალაქის, რომელიც სიდიდითა და მაცხოვრებელთა სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა ფეხბურთში თავისი სიტყვის ხმამაღლა თქმას მაინც ახერხებს. 90-იან წლებში “ვილიარეალი” პრიმერა დივიზონში პირველად მოხვდა. კლუბის იქ დიდხანს დარჩენას არავინ ელოდა, თუმცა ორი ათწლეული გავიდა და “ყვითელი წყალქვეშა ნავი” ფსკერისკენ მხოლოდ ერთხელ დაეშვა – “ვილიარეალს” 2012/13 წლების სეზონის გატარება სეგუნდა დივიზიონში მოუხდა, სხვა სეზონებში კი შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა: მათ შორის, ვერცხლის მედალი 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი 2006 წელს და ევროტურნირები ზედიზედ 6 წლის განმავლობაში (ეს სერია ჯერ არ შეწყვეტილა). 

წინა სეზონში, “ვილიარეალის” საუკეთესო ვერსია პანდემიის შემდეგ ვიხილეთ. როცა ლა ლიგა განახლდა, კლუბმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგისკენაც გაიწია, მაგრამ ბოლო 5 მატჩში 3 წაგების გამო მხოლოდ ევროპა ლიგას დასჯერდა. 

“ვილიარეალმა” სეზონის განახლების შემდეგ 2 ტური უკვე ჩაატარა. ყვითლებმა ახლადდაწინაურებულ “უესკასთან” ფრედ, 1-1 ითამაშეს, “ეიბარს” კი 2-1 მოუგეს. 

გუნდის შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელის გამოყოფაც შეგვიძლია: ჟერარ მორენო წინა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, გამოცდილი ნახევარმცველი, დანი პარეხო კი “ვალენსიადან” სულ ერთი თვის წინ გადავიდა. “ვილიარეალში” თამაშობს პაკო ალკასერიც – “ბარსელონაში” შეუმდგარი ფეხბურთელი, რომელმაც კატალონიური გრანდის დატოვების შემდეგ თავი დორტმუნდის “ბორუსიაში” გამოიჩინა, ახლა კი ისევ ლა ლიგას დაუბრუნდა. 

ურთიერთშეხვედრები

“ვილიარეალი” რამდენიმე წლის წინ “ბარსელონასთვის” საკმაოდ უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა. მათ წინააღმდეგ ფეხის დაცდენა “ბლაუგრანასთვის” უჩვეულო ამბავი არ იყო, მაგრამ ბოლო დროს სტატისტიკა გამოსწორდა და მკვეთრად გაუმჯობესდა. უკვე ზედიზედ 22 მატჩია, “ბარსა” ვალენსიურ გუნდთან არ დამარცხებულა, “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 10 შეხვედრა კი (9 ლა ლიგაში და 1 კოპა დელ რეიზე) ლურჯ-ბროწეულისფერთა მოგებით დასრულდა. 

საერთო ჯამში, 31-დან 21 მატჩში “ბარსელონამ” გაიმარჯვა, 3-ჯერ “ვილიარეალმა”, 7-ჯერ კი ვერცერთმა. 

მწვრთნელები

“ბარსელონას” მსგავსად, “ვილიარეალის” ფეხბურთელებსაც ახალი დამრიგებელი ჰყავთ. გუნდს უნაი ემერი ხელმძღვანელობს, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავიერ კალიეხა ჩაანაცვლა. ემერი ლა ლიგაში ბოლოს “სევილიასთან” ერთად გვახსოვს. უნაიმ ანდალუსიურ კლუბთან ევროპა ლიგის უთვალავი ტიტული მოიგო, შემდეგ კი “პარი სენ-ჟერმენი” და “არსენალი” გაწვრთნა, საიდანაც ბოლოს გამოაგდეს. 

რონალდ კუმანისთვის ეს პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. ჰოლანდიელი სპეციალისტი “ბარსელონამდე” თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, ლა ლიგაში კი 2007/08 წლებში მუშაობდა, როცა სათავეში “ვალენსიას” ედგა. 

კუმანმა შეხვედრის წინ პრესკონფერენცია უკვე გამართა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ნეტუ; რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა; ბუსკეტსი, დე იონგი; ფატი, მესი, კოუტინიო; გრიზმანი (4-2-3-1)

ვილიარეალი: ასენხო; გასპარი, მორი, პაუ ტორესი, ესტუპინიანი; ჩუკვუეზე, კოკლენი, პარეხო, მოი გომესი; ალკასერი, მორენო (4-2-2)

(WhoScored.com)

პროგნოზი

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას და 4-1 დასრულებულ ბოლო შეხვედრას გვახსენებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გამარჯვებების მოპოვება არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც ფურცელზე ჩანს და “ვილიარეალს” რთულ მეტოქეს უწოდებს. 

ცნობილი სპორტული პორტალი, WhoScored.com, მოსალოდნელ ანგარიშად 2-1-ს ასახელებს. 

შეგახსენებთ, რომ “ბარსა”-“ვილიარეალის” შეხვედრა ხვალ, “კამპ ნოუზე” გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Iniesta_8
    27 სექ 2020, 02:10

    დაიკიდეთ რეალი და მსაჯები ეგენი მთავარია ბარსამ თავისი თამაშები მოიგოს. ეგენი კიდე ბევრ ქულას დაკარგავენ და თუ ლა ლიგა ვერ მოვიგეთ თავის თავს დააბრალონ

  • o.dembele11
    27 სექ 2020, 01:53

    ემერი მეცოდება კიდე უნდა გაფარჩაკდეს ბარსასთან არ ეყონ6-1?

  • nikusha
    27 სექ 2020, 00:39

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: nikusha
    ნეტუ
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-მესი-კოუტინიო
    გრიზმანი

    ცვლილებები:

    პიანიჩი-ბუსკეტსი
    დემბელე-ტრინკაო
    კოუტინიო-ანსუ ფატი
    გრიზმანი-ალენია (მესი ავა ცრუ ცრიანზე)
    დე იონგი-პედრი

    ციტატა: M10 S9 D11

    ნეტუ
    რობერტო პიკე ლენგლე ალბა
    ბუსკეცი დე იონგი
    დემბელე გრიზმანი კოუტინიო
    მესი


    გამიკვირდა შენ და რობერტო რომ დაწერე თან დაცვაში


    გაგიკვირდა აბა რობერტოს გარდა გუნდში მარჯვენა მცველი არავინაა და


    მეგონა მაინც ვინმეს სხვას დაწერდი ბარსა ბდან ან ვინმეს შეუცვლიდი პოზიციას

  • M10 S9 D11
    26 სექ 2020, 23:08

    ციტატა: nikusha
    ნეტუ
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-მესი-კოუტინიო
    გრიზმანი

    ცვლილებები:

    პიანიჩი-ბუსკეტსი
    დემბელე-ტრინკაო
    კოუტინიო-ანსუ ფატი
    გრიზმანი-ალენია (მესი ავა ცრუ ცრიანზე)
    დე იონგი-პედრი

    ციტატა: M10 S9 D11

    ნეტუ
    რობერტო პიკე ლენგლე ალბა
    ბუსკეცი დე იონგი
    დემბელე გრიზმანი კოუტინიო
    მესი


    გამიკვირდა შენ და რობერტო რომ დაწერე თან დაცვაში


    გაგიკვირდა აბა რობერტოს გარდა გუნდში მარჯვენა მცველი არავინაა და

  • nikusha
    26 სექ 2020, 22:20

    ნეტუ
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-მესი-კოუტინიო
    გრიზმანი

    ცვლილებები:

    პიანიჩი-ბუსკეტსი
    დემბელე-ტრინკაო
    კოუტინიო-ანსუ ფატი
    გრიზმანი-ალენია (მესი ავა ცრუ ცრიანზე)
    დე იონგი-პედრი

    ციტატა: M10 S9 D11

    ნეტუ
    რობერტო პიკე ლენგლე ალბა
    ბუსკეცი დე იონგი
    დემბელე გრიზმანი კოუტინიო
    მესი


    გამიკვირდა შენ და რობერტო რომ დაწერე თან დაცვაში

  • M10 S9 D11
    26 სექ 2020, 21:13
    ნეტუ
    რობერტო პიკე ლენგლე ალბა
    ბუსკეცი დე იონგი
    დემბელე გრიზმანი კოუტინიო
    მესი
  • Flying Johan
    26 სექ 2020, 20:30

    4-2-3-1 კაი იქნებოდა რო გვენახა

  • nikusha
    26 სექ 2020, 19:37

    სასტავი რას ფიქრობთ არტური რომ დარჩენილიყო კუმანი ათამაშებდა?

    კოკლენიც დაიმატა ვალენსიიდან ვილიარელში