workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “ვილიარეალის” სამასპინძლოდ მზადაა

“ბარსელონა” “ვილიარეალის” სამასპინძლოდ მზადაა

“ბარსელონა” 2020-2021 წლების სეზონის დასაწყებად მზადაა – კატალონიელები პირველ მატჩს ხვალ, “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც რონალდ კუმანისთვის სადებიუტო იქნება.

დიდი დღის წინ, ნიდერლანდელი სპეციალიატის შეგირდებმა ბოლო სავარჯისო სესია ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა პირველი გუნდის ყველა ხელმისწვდომმა ფეხბურთელმა მიიღო.

სუარესის წასვლის შემდეგ, მეგობრის გარეშე დარჩენილმა ლეო მესიმ კომუნიკაცია მეკარეების მწვრთნელთან, ხოსე რამონ დე ლა ფუენტესთან დაამყარა, რომელიც დიდი ხანია, კლუბის წევრია.

სესიის პირველ ნაწილში, მოთამაშეებს დრიბლინგში არ უვარჯიშიათ. ტრავმირებული ფეხბურთელები – მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, მარტინ ბრაითუეიტი და სამუელ უმტიტი – რა თქმა უნდა, სიუტატ ესპორტივაზე არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, ეს უკანასკნელი მწვრთნელის გეგმებში არ შედის და მისი გაყიდვის ვარიანტს განიხილავს.

[media=https://twitter.com/FCBW_A7/status/1309837122413776897]

[media=https://twitter.com/FCBW_A7/status/1309836870826643456]

[media=https://twitter.com/FCBW_A7/status/1309836662659317767]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nikusha
    schedule 26 სექ 2020, 19:33

    ნეტუ
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-დე იონგი
    დემბელე-მესი-კოუტინიო
    გრიზმანი

    ეს იქნება ძირითადი