Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” 21 წლის შემტევ ნახევარმცველს, ალექს კოლიადოს, რომელსაც ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შანსი სეზონში საშუალოდ ერთხელ ეძლევა, კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.
ფეხბურთელს მსურველები მრავლად ჰყავს და მათ შორის არჩევანს მომდევნო კვირაში გააკეთებს. კოლიადოს დამატება ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე “ჟირონას” და ლა ლიგის, პრემიერ ლიგისა და სერია ა-ს თითო კლუბს სურს.
კოლიადო “ბარსა ბ”-ს რეგულარული მოთამაშეა, მაგრამ რონალდ კუმანის შემადგენლობაში კონკურენციის გათვალისწინებით, მისი პირველ გუნდში მოხვედრა ნაკლებად სავარაუდოა. სწორედ ამის გამო, ფეხბურთელს ურჩევნია, თამაშის პრაქტიკა სხვაგან მიიღოს.




პუჩის კი არ გავს