პრესა მილანის “ინტერის” არგენტინელ შემტევს, ლაუტარო მარტინესს კვლავ “ბარსელონას” უკავშირებს. Marca-ს ინფორმაციით, კატალონიელები უკანასკნელი მცდელობისთვის ემზადებიან.
როგორც გამოცემა იუწყება, ტრანსფერის ბედი უახლოეს საათებში გადაწყდება. “ბარსელონამ” უკვე გაუშვა არტურო ვიდალი, ივან რაკიტიჩი, ნელსონ სემედუ და ლუის სუარესი, ამრიგად, კლუბმა ანაზღაურების მხრივ დაახლოებით 70 მილიონი ევრო დაზოგა, ნელსონ სემედუს ტრანსფერში კი “ვულვერჰემპტონისგან” 30 მილიონი ევრო მიიღო. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ “ბარსელონას” არგენტინელის შეძენის შანსი აქვს.
“ინტერი” ლაუტაროს სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს. “ბარსელონაში” კარგად ესმით, რომ თუ ამ თანხას არგენტინელში გადაიხდიან, კლუბში ვეღარავის მოიყვანენ, ხელმძღვანელობას კი დაცვის ხაზის გაძლიერებაც სურს.




მარტო ბარსა იჭრის ვენებს ამაზე. ეს რომ მაგარი იყოს ტაციაობა იქნებოდა.