უეფამ 2019/2020 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს 3 მთავარი პრეტენდენტი დაასახელა, რომლებიც გამოკითხვის შედეგად შეარჩიეს, სადაც ჟიურის ამპლუაში 80 მწვრთნელი და 55 ჟურნალისტი იმყოფებოდა.
ჯილდოსთვის რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), კევინ დე ბრუინი (“სიტი”) და მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) იბრძოლებენ.
გამოკითხვის შედეგი 4-10:
4-5. ლიონელ მესი და ნეიმარი – 53 ქულა
6. თომას მიულერი (“ბაიერნი”) – 41 ქულა
7. კილიან მბაპე (პსჟ) – 39 ქულა
8. ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”/”ლივერპული”) – 27 ქულა
9. იოზუა კიმიხი (“ბაიერნი”) – 26 ქულა
10. კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”) – 25 ქულა




ლევანდოვსკი მოიგებს და ეკუთვნის კიდევაც. ოქროს ბურთი რომ გათამაშებულიყო იმასაც მოიგებდა
ლიგაზე ნოიერმა მაგრად ითამაშა
ლევანდოვსკი იმსახურებს წელს ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა
ჩემი ხმა ნოიერს.
ფლეი-ოფებში და ფინალში ნოიერი უფრო მხეცი იყო.
ისე გნაბრი მინიმუმ 10 ეულში როგორ ვერ მოხვდა:))