workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო ალკანატარამ “ბარსელონას” “ლივერპული” არჩია

ტიაგო ალკანატარამ “ბარსელონას” “ლივერპული” არჩია

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ტიაგო ალკანტარამ “ბაიერნი” დატოვა და “ლივერპულს” შეუერთდა, თუმცა მანამდე მას “ბარსელონასაც” უკავშირებდბენ.

29 წლის ფეხბურთელმა “რეკორდმაისტერიდან” წასვლა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, მაგრამ მისი მომდევნო გაჩერება მხოლოდ და მხოლოდ გასულ კვირაში გახდა ცნობილი.

Cadena SER-ის ინფორმაციით, “ბარსას” წარმომადგენელი, ხავიერ ბორდასი “ლა მასიელის” ყოფილ კლუბში დაბრუნებაში დარწმუნებას ცდილობდა და მასთან შეხვედრაც გამართა, თუმცა ესპანელისგან შეიტყო, რომ მას გული მერსისაიდელთა რიგებისაკენ მიუწევდა.

გარდა ამისა, წყაროს ცნობით, “ბლაუგრანამ” გერმანელთა მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ვერ გადაიხადა, ვინაიდან, ბართომეუს ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად, ამ წუთისთვის, მხოლოდ 10 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.

შეგახსენებთ, ტიაგო იურგენ კლოპის გუნდში 30 მილიონ ევროდ გადავიდა და “ჩელსისთან” სადებიუტო მატჩიც ჩაატარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Visca el barca
    schedule 22 სექ 2020, 21:09
    #6

    ციტატა: გვარდიოლა-სავიოლა
    ძაან არასტაბილურია, მაინც არ ვიყავი ამის მომხრე. უმარილოდ თამაშობს :დ


    :/🙁

  • Iniesta_8
    schedule 22 სექ 2020, 19:48
    #5

    10 მილიონად ტიაგოს ტრუსიკსაც არ გამოგატანენ ყველა ბარსელონა კიარაა 1 მილიონად რომ გააჩუქოს ფეხბურთელები

  • Giorgi99
    schedule 22 სექ 2020, 19:45
    #4

    მგონი სეზონის ბოლოს მესიც წავა , მაინც არ ვართ ესპანეთის თასზე მეტის მომგები გუნდი

  • JasoN
    schedule 22 სექ 2020, 19:19
    #3

    ციტატა: გვარდიოლა-სავიოლა
    ძაან არასტაბილურია, მაინც არ ვიყავი ამის მომხრე. უმარილოდ თამაშობს :დ


    ამ უმარილო ბიჭს ბაიერნის ნახევარ დაცვაში პარადი მიყავდა და იგივეს ლივეპულში გააგრძელებს და დავინახავ პიანიჩი როგორ მარილს მოაყრის ხაშლამაზე…

  • Messiah
    schedule 22 სექ 2020, 18:49
    #2

    რა დებილი უნდა იყო რო ბარსელონა არჩიო ეხლა ლივერპულს :დ

  • გვარდიოლა-სავიოლა
    schedule 22 სექ 2020, 18:46
    #1

    ძაან არასტაბილურია, მაინც არ ვიყავი ამის მომხრე. უმარილოდ თამაშობს :დ