ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია პირველი სეზონით კმაყოფილია

ვილია პირველი სეზონით კმაყოფილია

 

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ “ბარსა TV”-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს სეზონი გუნდისთვის თითქმის იდეალური აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა “სამეფო თასის” აღმართვა ვერ მოახერხა…

 

ასტურიელი ფეხბურთელი ერთი წელია, რაც “ბარსას” რიგებში ირიცხება და მის ანგარიშს უკვე ბლაუგრანას ფეხბურთელის რანგში, ესპანეთის “სუპერ თასის”, “პრიმერა დივიზიონისა” და “ჩემპიონთა ლიგის” ტიტულები ავსებს. “ეს სეზონი თითქმის იდეალური გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ “სამეფო თასის” ფინალში დავმარცხდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, თუ როგორ კონკურენციას უწევდა ჩვენი გუნდი სხვა კლუბების ფეხბურთელებს”, – განაცხადა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა.

 

ვილია არდადეგებს 4 და 7 ივნისის მატჩების შემდეგ დაიწყებს. იგი დელ ბოსკეს გუნდთან ერთად, ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს, ხოლო შემდეგ, ვენესუელას ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. “არდადეგებს ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარებ და იმ სიამოვნებას მივიღებ, რომელიც საფეხბურთო შეჯიბრებების დროს მაკლდა. მომავალ სეზონს კი უფრო ენეგრიითა და ენთუსიაზმით სავსე შევხვდები”, – აცხადებს იგი.

 

ვილია თავს ბედნიერად გრძნობს და აცხადებს: “მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ წარიმართა ყველაფერი ჩემი კლუბში მოსვლიდან დღემდე. ბედმა წელს “ბარსას” გაუღიმა … მინდა ვთქვა, რომ შენ გაზრდა და განვითარება ყოველთვის შეგიძლია. ჩვენ ჩვენს ხაზს უნდა მივყვეთ და კიდევ ვცადოთ…”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში