არგენტინული კლუბის, “ბოკა ხნუირსის” თავდამსხმელს, სერხიო არაუხოს, არცთუ ბევრი იცნობს ევროპაში. ერთი რამ კი ნათელია, არგენტინაში, მიუხედავად თავისი ასაკისა(19 წლის), მას ყველა ჩამოყალიბებულ ფეხბურთელად თვლის, რომელიც ფლობს შესანიშნავ ტექნიკას. მან 17 წლის ასაკში დაიწყო ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა, რაც უყურადღებოდ არ დარჩათ “ბარსელონას” სკაუტებს. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
არაუხომ ითამაშა არგენტინის ყველა ასაკობრივ გუნდში და შეუძლია როგორც ცენტრ ფორვარდად თამაში, ისე თავდამსხმელების დამხმარედაც. სერხიო გამორჩეულია თავისი ტექნიკითა და მოედნის ხედვით. კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბი პოზიტიურად უყურებს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა არაუხო “ბარსელონას” რიგებში გამოჩნდეს.
