ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა, დავიდ ვილიამ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა საკუთარი თანამემამულის, “არსენალის” კაპიტნის, ფრანცესკ ფაბრეგასის მიმართ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “სპორტი”.
ასტურიელ ფორვარდს ძალიან უნდა, რომ თავისი ესპანელი პატრნიორი მისთვის მხოლოდ თანამემამულე არ იყოს, არამედ თანაკლუბელი გახდეს: “ცესკის სათამაშო დონე მთელმა მსოფლიომ იცის. მას ძალიან უნდა “ბარსელონაში” დაბრუნება, რადგანაც ეს მისი ოჯახია, სწორედ აქ გაიზარდა იგი. ძალიან ბენდიერი ვიქნები, თუკი ფაბრეგასი “ბარსას” მაისურს მოირგებს. შესაძლოა ითქვას, ფრანცესკ ფაბრეგასი ჩემი სისუსტეა”. დაასრულა დავიდ ვილიამ.
