მადრიდის “ატლეტიკოს” სპორტული დირექტორი, ხოსე ლუის კამინერო შეხვდა თავის კატალონიელ კოლეგას, “ბარსელონას” სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.
ამ შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვა. როგორც ჩანს, მადრიდის “ატლეტიკო” სერიოზულადაა დაინტერესებული ბოიან კრკიჩითა და ტიაგო ალკანტარათი, რომელიც ფეხს იკიდებს ძირითად გუნდში. მადრიდელებს ძალიან უნდათ ამ ფეხბურთელების საკუთარ გუნდში ხილვა, რადგანაც მათ პერსპექტიულ ახალგაზრდებად მიიჩნევენ. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არცერთ მხარეს არ მიუღია, მაგრამ როგორც ირკვევა, ფეხბურთელებს მაინდამაინც არ სურთ კატალონიური გრანდის დატოვება.



