კატალონიის “ბარსელონამ” ორ წლიანი ონტრაქტი გაუფრომა 10 წლის ამერიკელ ბიჭუნას, ბენ ლედერერს, რომელიც წარმოშობით სამხრეთ კალიფორნიიდანაა. იტყობინება ვებ–გვერდი Barcaloco.com.
კლუბის მესვეურები აცხადებენ, რომ ამერიკელ ვუნდერკინდს შესანიშნავი თამაშის სტილი აქვს. მას ადარებენ მთავარი გუნდის ვარსკვლავს, ნახევამრცველს, ანდრეს ინიესტას. ბენ ლედერერს კი გაგზავნიან ახალგაზრდულ აკადემიაში, რათა უკეთ გაეცნოს კლუბის ფილოსოფიას. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
აქვე გეტყვით, რომ ბენ ლედერერი არის პირველი ამერიკელი, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა “ბარსელონასთან”.