workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ინტერის” მფლობელი: მესის შეძენაზე არც კი გვიფიქრია

“ინტერის” მფლობელი: მესის შეძენაზე არც კი გვიფიქრია

მილანის “ინტერის” მფლობელმა, სტივენ ჯანგმა “ბარსელონას” კაპიტან ლიონელ მესიზე კომენტარი გააკეთა. 

“ინტერი” ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე გუნდს შორის, რომელსაც არგენტინელ ფეხბურთელს სატრანსფერო საგის მიმდინარეობისას უკავშირებდნენ. 

“მესი? მასზე არც კი გვიფიქრია. 

ამხელა ინვესტიცია ჩვენი პროექტის ნაწილი ვერ იქნებოდა. მის შეძენას არ ვგეგმავდით. 

ჩვენ აქცენტს ინოვაციებზე, გეგმირებაზე, მუდმივ ზრდასა და ფინანსურ სტაბილურობაზე ვაკეთებთ. “ინტერის” უმაღლეს დონეზე აყვანა ამ გზითაც შეგვიძლია”. – განაცხადა ჯანგმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში