Cadena SER საპრეზიდენტო კანდიდატის, ჟორდი ფარეს, სიტყვებს ციტირებს:
“მჯერა, რომ ბართომეუ დღეს გადადგება.”
ფარე ერთ-ერთი მათგანი იყო იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ უნდობლობის გამოსაცხადებლად კამპანია დაიწყეს. მას მხარი გულშემატკივრებთან ერთად ასევე საპრეზიდენტო კანდიდატებმა, ვიქტორ ფონტმა და ლუის ფერნანდესმა დაუჭირეს.
“მეტი ვიდრე მოძრაობის” კამპანიის მიზანი 16521 ხელმოწერის შეგროვება იყო, თუმცა არსებულმა რაოდენობამ მიზანს უკვე გადააჭარბა.
ახლა კლუბი არსებული ხელმოწერების კანონიერებას დაადგენს და თუ მიღებული რიცხვი დაწესებულ მინიმუმს დააკმაყოფილებს, რეფერენდუმის გამართვა აუცილებელი იქნება. თავის მხრივ, თუ რეფერენდუმში კლუბის წევრების 10%-მა მიიღო მონაწილეობა და მათგან 2/3-ის სურვილი პრეზიდენტის გადადგომა იქნება, ბართომეუს წასვლა მოუწევს.